„დაუნის სინდრომის გენეტიკური ასპექტები“ - საჯარო ლექცია თსსუ-ში

„დაუნის სინდრომის გენეტიკური ასპექტები“ - საჯარო ლექცია თსსუ-ში

დაუნის სინდრომის გავრცელება, მისი აღმოჩენის ისტორია, დაავადების გენეტიკური ასპექტები და კარიოტიპები – ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებულმა საჯარო ლექციამ „დაუნის სინდრომის გენეტიკური ასპექტები“ გააერთიანა. ლექცია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ წაიკითხა.

ლექციის ფარგლებში პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ ამომწურავად განიხილა დაუნის სინდრომის დიგნოსტიკური და სკრინინგულ ტესტები და ამ მიმართულებით არსებული თანამედროვე და ინოვაციური მიდგომები. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მართვასა და მეთვალყურეობაზე. მისი თქმით, სწორად დანერგილი მეთვალყურეობა და თანამედროვე მედიცინის საშუალებები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ასეთი პაციენტების ცხოვრების ხარისხს. 

„სწორი მეთვალყურეობით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ მრავალი გართულება და დავეხმაროთ ადამიანებს, რომ მათ ცხოვრება უფრო სრულფასოვნად შეძლონ, რითაც გაუმჯობესდება მათი სოციალური ინტეგრაცია და ცხოვრების ხარისხი“ – აღნიშნა პროფესორმა ტყემალაძემ.

ლექციის ბოლოს სტუდეტებს გიგოს ფონდის და სოციალური საწარმო „ბაბალე“-ს მიერ შექმნილი ერთობლივი ვიდეო-რგოლი  - „შეიტანე შენი წვლილი“ აჩვენეს. ვიდეო-რგოლის მთავარი გზავნილია, რომ სოციალური საწარმოს მიერ შექმნილი ნივთების შეძენით, თითოეული ჩვენგანი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს დაეხმარება.