დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე თსსუ-ში

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი უერთდება დაუნის სინდრომის დღეს და ცნობიერების ამაღლების/მხარდაჭერის კამპანიას.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ყოველ  წელს, კამპანიას თავისი გზავნილი აქვს. წლევანდელი გზავნილია ,,გააუმჯობესე ჩვენი მხარდამჭერი სისტემები”.

თსსუ-ში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სტუდენტური თვითმართველობის ჩართულობით რამდენიმე აქტივობა გაიმართა:

თსსუ-მ უმასპინძლა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს. სტუმრების განწყობაზე მოწვეულმა ანიმატორებმა იზრუნეს;

სტუდენტებისთვის ჩატარდა სახალისო/შემცენებითი ვიქტორინა;

თსსუ-ის სტუდენტები სპეციალური ბანერებით, საინფორმაციო ბუკლეტებით და ფერადი წინდებით საზოგადოების ინფორმირების პროცესში ჩაერთვნენ.

#მეგობრებიარითვლიანქრომოსომებს

#დაუნისსინდრომისდღე

#გავაძლიეროთმხარდაჭერა

#თსსუ