2023 წლის 2-5 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა თსსუ-ის საპატიო დოქტორი, თსსუ-ის ვიზიტორი პროფესორი ელი მაგენი (ბენ-გურიონის უნივერსიტეტი, ისრაელი).
პროფესორმა მაგენმა მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი პროგრამის მე-10 სემესტრის სტუდენტებს არჩევით საგანში „დერმატოალერგოლოგია“ მეცადინეობების ნაწილი ჩაუტარა. არჩევითი საგნის დარჩენილი ნაწილი კი თსსუ-ის მოწვეულმა მასწავლებელმა, თსსუ-ის დოქტორანტმა, ალერგოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ჩაატარა.
ბიძინა კულემბეგოვის თქმით, დერმატოალერგოლოგია მეტად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოში: „დერმატოალერგოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და მედიცინის სწრაფად მზარდი დარგი, ამიტომაც ამ კურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია თსსუ-ის სტუდენტებში, მოხარული ვარ, რომ მისი ერთ-ერთი მონაწილე მეც ვარ და თანამშრომლობა მომიწია მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერთან, პროფესორ ელი მაგენთან“.
„დერმატოალერგოლოგიის მიმართ დაინტერესება იყო ძალიან დიდი, ჩავატარეთ რამდენიმე ლექცია პრაქტიკული მეცადინეობით, შესანიშნავი სტუდენტები არიან, ძალიან ნიჭიერები და დაინტერესებულები, დიდი სიამოვნება მივიღე მათთან ურთიერთობით“, - განაცხადა პროფესორმა ელი მაგენმა.
აღსანიშნავია. რომ არჩევითი საგნის „დერმატოალერგოლოგია“ სილაბუსის ავტორი თსსუ-ის საპატიო დოქტორი, თსსუ-ის ვიზიტორი პროფესორი ელი მაგენი გახლავთ.