დიაბეტის მსოფლიო დღე თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

დიაბეტის მსოფლიო დღე თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

2017 წლის 14 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში დიაბეტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, კლინიკისთვის ტრადიციად ქცეული ღონისძიება გაიმართა, რომელიც გაჯერებული იყო სხვადასხვა საზეიმო-გასართობი და შემეცნებითი აქტივობით. 

ღონისძიება გახსნეს და საზოგადოებას მიესალმნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ლია ძიძიგური, საქართველოს დიაბეტის ცენტრის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი რამაზ ყურაშვილი, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი, ქალბატონი მანონი გოგუა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი, ქალბატონი გვანცა გასვიანი.

ღონისძიებაზე მოხსენებები წაიკითხეს: ენდოკრინოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მარინა გორდელაძემ, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ენდოკრინოლოგიური სამსახურის უფროსმა, ასისტენტ-პროფესორმა ეკატერინე ფაცაციამ,  თსსუ-ის საპატიო დოქტორმა, ბონის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორმა, დოქტორ მიხაელ ლენცემ (გერმანია).

დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა კლინიკამ და პედიატრ-ენდოკრინოლოგთა ასოციაციამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა კრიტიკული მედიცინის, გადაუდებელი დახმარების და ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტების სამედიცინო პერსონალი. დიაბეტის მქონე ბავშვებს და მოზარდებს შორის გამოვლინდა საპატიო ნომინანტი - „ყველაზე მოწესრიგებული დიაბეტიანი პაციენტი-2017“.  კლინიკის პაციენტებს, აფხაზეთის მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის და ფარმაცევტული კომპანია „ვოლმარკის“ წარმომადგენლებმა გადასცეს საჩუქრები.

ღონისძიების დასასრულს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სადღესასწაულო ფრანები გაუშვეს.

,,იმედი" ჩვენს შესახებ

,,ერთსულოვნება" ჩვენს შესახებ