დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ინტელექტუალური თამაში Brain Ring

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ინტელექტუალური თამაში Brain Ring

2017 წლის 1 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში ,,ბრეინ რინგი“ გაიმართა, რომელშიც თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
თამაშს თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორი, ეკა ეკალაძე ესწრებოდნენ.

ხუთი მონაწილისაგან შემდგარი გუნდები: Puzzlers, Global Gym Purple Cobras, Homo sapiens, Pentagon, Masaccio, Aquarium, Phoenix, Team X  ერთმანეთს  მაქსიმალური რაოდენობის სწორი პასუხის დაგროვებაში ეჯიბრებოდნენ.

თამაში ოც რაუნდად გაიმართა და საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა,  გამარჯვებული გუნდის გამოსავლენად დამატებითი რაუნდი გახდა საჭირო.  Massacio - სა da Homo Sapiens - ის  ორთაბრძოლა Massacio-ს გამარჯვებით დასრულდა.
მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებული გუნდი Brain Ring-ის თასს დაეუფლა.
ინტელექტუალური თამაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებისთვის  ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველი წლის 1 აპრილს გაიმართება.

თამაშის იდეისა და ორგანიზების ავტორი გახლავთ პროგრამის "მსოფლიო ცივილიზაციების კურსი"–ს ხელმძღვანელი ლაშა ქურდაშვილი.