დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტის კლინიკური როტაციები აშშ-ში

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტის კლინიკური როტაციები აშშ-ში

თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის XI სემესტრის სტუდენტი ნოდარ მაისურაძე 2018 წლის 28 აგვისტოდან 18 ნოემბრის ჩათვლით იმყოფებოდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში კლინიკური როტაციების გასავლელად.

ნოდარ მაისურაძემ კლინიკური როტაციები გაიარა ემორის უნივერსიტეტის გრეიდის მემორიალურ ჰოსპიტალში, შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტებში. ყოველდღიური შეხება ჰქონდა გრეიდის ჰოსპიტალის სტაციონარულ პაციენტებთან, მონაწილეობდა პაციენტების პირველად შეფასებაში, ინფორმაციის დოკუმენტაციაში, დიაგნოსტიკური და თერაპიული გეგმის ჩამოყალიბებაში. საავადმყოფოში მუშაობის გარდა, ნოდარ მაისურაძე ყოველდღიურად ესწრებოდა ემორის უნივერსიტეტის  მიერ ორგანოიზებულ კონფერენციებს, სადაც ლექციის სახით განიხილებოდა შინაგანი მედიცინის აქტუალური საკითხები. ასევე ესწრებოდი ემორის უნივერსიტეტის კარდიოლოგიის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, სადაც განიხილებოდა ახლად გამოქვეყნებული კვლევების შედეგები კარდიოლოგიაში.