დნმ-ის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

დნმ-ის საერთაშორისო დღე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

25 აპრილს დნმ-ის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხელოვნების ნამუშევრების კონკურსი „არტ გენომი“ ჩატარდა, რომელიც ადამიანის გენომის პროექტის დასრულების მეოცე წლისთავს მიეძღვნა. ტრადიციულად ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტი და სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოება

კონკურსში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU)  ბიოსამედიცინო სპეციალობების სტუდენტებმა.   

ღონისძიებაზე წარდგენილი იყო 28 ნამუშევარი, მათ შორის ფერწერა, ციფრული ნახატი, ნაქარგი და სკულპტურა. კონკურსის „არტ გენომი“ თემას წარმოადგენდა - ადამიანი გენომის პროექტიდან CRISPR-Cas9 გენომის რედაქტირების ტექნოლოგიამდე.

25 აპრილს გამოვლინდნენ კონკურსის  გამარჯვებულები: 

I ადგილი - ნინო იზაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ,,Unlocking the Genetic Mysteries: A Drawing Revelation“, შერეული ტექნიკა (აკრილი, ფანქარი და მარკერი).

II ადგილი - მარიამ მჭედლიშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი- ,,პატარა პრინცი“ (ტილო, ზეთი).

III ადგილი - ნინო კუსიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი -ციფრული ნახატი „გენომური აპოგეა“.

ასევე, საპატიო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები: დათა კეკუტია,  ბესო დავითაშვილი და აფრა რიასი.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული სტუდენტები  მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ლაბორატორიულ აქტივობებში: CRISPR-Cas9 გენომის რედაქტირების ტექნოლოგია.

კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენამდე,  პარიზის კრეტეის ვალ დე მარნის უნივერსიტეტის  ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა მარიო ოლლერომ ჩაატარა ლექცია: "ომიკების ტექნოლოგია პათობიოლოგიურ კვლევებში, ფოკუსირება პროტეომიკაზე და ლიპიდომიკაზე".