დოქტორ კენეტ ბერტრამის ლექცია თსსუ–ში

დოქტორ კენეტ ბერტრამის ლექცია თსსუ–ში

   
   

2015 წლის 10 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მმართველი და მრჩეველი სამედიცინო კვლევებისა და სამედიცინო მასალის მომარაგების დარგში, დოქტორი კენეტ ელვინ ბერტრამი შეხვდა.

დოქტორმა კენეტ ბერტრამმა სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე – „სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების გამოყენება მსოფლიო ჯანდაცვის გასაუმჯობესებლად.

დოქტორ კენეტ ელვინ ბერტრამს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უმასპინძლეს:  თსსუ–ის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, USMD პროგრამის ხელმძღვანელებმა: ამერიკის შეერთებული შტატების ემორის უნივერსიტეტის მედიცინისა და ნევროლოგიის პროფესორმა კენეტ ვოლკერმა და ემორის უნივერსიტეტის ასისტენტ–პროფესორმა არჩილ უნდილაშვილმა.