დუისბურგის (გერმანია) ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორების ლექციები, კონსულტაციები და ოპერაციები თსსუ–ში

დუისბურგის (გერმანია) ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორების ლექციები, კონსულტაციები და ოპერაციები თსსუ–ში

2012 წლის 17-20 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია დუისბურგის (გერმანია) ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის დელეგაცია - გერმანიის ექიმთა და სტომატოლოგთა ასოციაციების ლექტორები: თსსუ–ის მიერ მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი,  თსსუ–ის მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი და დოქტორი კარსტენ კრაბსი.

თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მოწვეულმა უცხოელმა პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები, ჩაატარეს  თსსუ–ის საუნივერსიტეტო  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში  ოპერაციები და კონსულტაციები. 

     
     

 

ლექციები ჩატარდა შემდეგ თემატიკაზე:

  • „ყბა-სახის მიდამოს ტრავმატოლოგია“ – პროფესორი ჰელმუტ ზიბერი;
  • „გადაუდებელი მდგომარეობები პრაქტიკულ სტომატოლოგიაში“ – პროფესორი კარსტენ კრაბსი;
  • „ადგილობრივი ანესთეზია“ – ოქტოქი  კარსტენ კრაბსი;
  • „ადგილობრივი ანესთეზიის თავისებურებები სტომატოლოგიაში“ –  პროფესორი ვიქტორ ვაილერტი;
  • „პირის ღრუს ქირურგიული მომზადება პროთეზირებისთვის“ – პროფესორივიქტორ ვაილერტი.
     

18 და 19 დეკემბერს თსსუ–ის საუნივერსიტეტო გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში  გერმანელმა კოლეგებმა ჩატაარეს ოპერაციები:

  • ზედა ტუჩის თანდაყოლილი ორმხრივი სასის ნაპრალების ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ზედა ტუჩის კარიბჭის შექმნა;
  • მარჯვენა ქვედა ქუთუთოს ჰემანგიომის ამოკვეთა, დეფექტის აღდგენა ადგილობრივი ქსოვილების საშუალებით;
  • ცხვირის ფუძისა და შუბლის მიდამოს ჰემანგიომის ამოკვეთა, დეფექტის აღდგენა ადგილობრივი ქსოვილების საშუალებით;
  • სასის ნაპრალის აღდგენის შემდგომ დარჩენილი დეფექტის პლასტიკა;
  • ზედა ტუჩის თანდაყოლილი ნაპრალის მთლიანობის აღდგენა;
  • ჰეილოპლასტიკის (ზედა ტუჩი) ჩატარების შემდეგ, ცხვირის ნესტოს ნაწიბუროვანი დეფორმაციის კორექცია;
  • ცხვირის ატიპიური თანდაყოლილი ნაპრალის აღდგენა. 
     

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.