დუქენსის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიოთერაპიის დეპარტამენტის პროფესორის ქრისტინ ვუდსის ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

დუქენსის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიოთერაპიის დეპარტამენტის პროფესორის ქრისტინ ვუდსის ლექცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 4 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკურ ცენტრში ჩატარდა დუქენსის უნივერსიტეტის (აშშ) ფიზიოთერაპიის დეპარტამენტის პროფესორის ქრისტინ ვუდსის ლექცია არაგადამდები დაავადებების პრევენციის, მკურნალობის და რეაბილიტაციის თანამედროვე საკითხებზე.
ამერიკელმა სპეციალისტმა განიხილა პრობლემის აქტუალობა, სტატისტიკური მონაცემები, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტის როლი არაგადამდები დაავადებების პრევენციასა და რეაბილიტაციის პროცესში. განხილული იქნა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტთან.