ეკა ეკალაძის ვიზიტი დებრეცენის უნიევრსიტეტში

ეკა ეკალაძის ვიზიტი დებრეცენის უნიევრსიტეტში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე „ერაზმუს+“-ის საერთაშორისო კრედიტ- მობილობის ICM  KA 107 პროგრამის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში ვიზიტით იმყოფებოდა უნგრეთში, დებრეცენის უნივერსიტეტში.

ვიზიტის პერიოდში ე. ეკალაძე შეხვდა კოლეგებს ბიოქიმიის დეპარტამენტიდან, ასევე გაიმართა შეხვედრა მედიცინის ფაკულეტეტის ფუნდამენტური მეცნიერებების წარმომადგენლებთან. 

ვიზიტის დროს ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ წაიკითხა ლექცია სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის. ასევე გაეცნო უნგრელი კოლეგების მიღწევებს სამეცნიერო სფეროში. 

ვიზიტისას მხარეებმა განიხილეს  სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.