ემორის უნივერსიტეტის ჰეპატობილიარული ქირურგიის დეპარტამენტის დირექტორის, პროფესორ ხუან სარმიენტოს ლექციები და  საჩვენებელი ოპერაციები თსსუ–ში

ემორის უნივერსიტეტის ჰეპატობილიარული ქირურგიის დეპარტამენტის დირექტორის, პროფესორ ხუან სარმიენტოს ლექციები და საჩვენებელი ოპერაციები თსსუ–ში

2013 წლის 7-10 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი პროფესორებისა და სპეციალისტების ჩამოყვანას საქართველოში ლექციების ჩატარებისა და საერთაშორისო გამოცდილების გასაზიარებლად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ემორის უნივერსიტეტის ჰეპატობილიარული ქირურგიის დეპარტამენტის დირექტორი, პროფესორი ხუან სარმიენტო.

პროფესორმა ხუან სარმიენტომ გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის აუდიტორიაში, თსსუ-ის სტუდენტების, რეზიდენტებისა და ქირურგებისთვის  წაიკითხა ლექციები და ჩაატარა საჩვენებელი ოპერაციები:

ლექციები:

„ღვიძლის კიბოს და ღვიძლის მეტასტაზების ქირურგიული მკურნალობა“;
„პანკრეასის კიბოს ქირურგიული მკურნალობა“;
„ქოლედოქის კისტების ლაპარასკოპიული ქირურგია“;
„ნაღვლის საერთო სადინარის დაზიანების მკურნალობა“.

ოპერაციები:

„ღვიძლის რეზექცია მეტასტაზური დაზიანების დროს“;
„მარჯვენამხრივი ჰემიჰეპატექტომია“;
„პანკრეატოდუოდენალური რეზექცია“;
„ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია“.