ემორის უნივერსიტეტის კლერკშიფების დირექტორი ჯენიფერ გადკინი თსსუ-ში

ემორის უნივერსიტეტის კლერკშიფების დირექტორი ჯენიფერ გადკინი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ემორის უნივერსიტეტის  პროფესორი და მედიცინის სკოლის კლერკშიფების დირექტორი ჯენიფერ გადკინი სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი ერთი მხრივ, თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მეანობა-გინეკოლოგიის კლერკშიფის, მეორე მხრივ კი, ზოგადად, პროგრამის კლინიკური სწავლების იმპლემენტაციასა და განვითარებაში მონაწილეობა იყო.

პროფესორმა გადკინმა რამდენიმე დღე თსსუ-ის კლინიკურ ბაზაზე - ჩაჩავას კლინიკაში გაატარა, სადაც ქართველ კოლეგასთან, თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კლერკშიპის  ხელმძღვანელთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორთან ნიკოლოზ კინტრაიასთან ერთად დაესწრო მეანობა-გინეკოლოგიის კლერკშიფის პროცესს, შეხვდა დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებს, თსსუ-ის რეზიდენტებს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. პროგრამის მეხუთე კურსის სტუდენტებმა ამერიკელ პროფესორს სწავლების შესახებ საკუთარი აზრი გაუზიარეს და მისგან სასარგებლო რჩევებიც მიიღეს.

ემორის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი კლინიკური ბაზა, დავით გაგუას ახალი კლინიკაც დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში ჯენიფერ გადკინმა და თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ კიდევ ერთხელ მიმოიხილეს პროგრამის კურიკულუმი, ისაუბრეს საგამოცდო სისტემის დახვეწაზე, კლინიკური სწავლების გაუმჯობესების გზებზე, ამასთან სამომავლო ურთიერთობის გეგმებიც დასახეს.

ვიზიტის ბოლო დღეს,  შემაჯამებელი შეხვედრის ფარგლებში, ჯენიფერ გადკინი თსსუ-ის რექტორთან, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიასთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან, თსსუ-ის ვიცე-რექტორთან, პროფესორ რიმა ბერიაშვილთან და არჩილ უნდილაშვილთან ერთად  შეხვდა კლერკშიფის ხელმძღვანელებს და პროგრამის კლინიკურ სასწავლო პროცესში ჩართულ აკადემიურ პერსონალს. თსსუ-ის პროფესორებმა, ირმა ჭოხონელიძემ, გია თომაძემ, გივი ჯავაშვილმა, ეკა ჭყონიამ, ნიკოლოზ კინტრაიამ, ნინო თევზაძემ  და პროგრამაზე მოწვეულმა პედაგოგებმა, რაისა ჩიორნიმ, სოფიო თამაზაშვილმა და თამარ კასრაძემ ამერიკელ კოლეგასთან ერთად პრაქტიკული მუშაობიდან მიღებული გამოცდილებების შესახებ იმსჯელეს და განსახორციელებელი სამუშაოები დაგეგმეს.

ჯენიფერ გადკინი: „გასულ წელს მქონდა პატივი, დავსწრებოდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის თეთრი ხალათების რიგით მეოთხე ცერემონიას. სწორედ მაშინ გავიცანი ჩემი ქართველი კოლეგა,  მეან-გინეკოლოგი ნიკოლოზ კინტრაია. იგი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაში მეან-გინეკოლოგიის კლერკშიპის ხელმძღვანელი გახლავთ. ივნისში ნიკოლოზ კინტრაიას და მის თანაშემწეს, სოფო თამაზაშვილს  ემორის მედიცინის სკოლაში ვუმასპინძლე, სადაც ამერიკული კლერკშიპის სასწავლო გეგმას,  კლინიკური სწავლების მხარეს და შეფასების პროცესს გაეცნენ. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც კლერკშიპის ამერიკული მოდელის პირველი როტაციის მიმდინარეობის გასაცნობად საქართველოში მიმიწვიეს.  თბილისში ჩემი ამ ერთკვირიანი ვიზიტის განმავლობაში მომეცა შესაძლებლობა, შევხვედროდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, პროგრამის ხელმზღვანელებს, თანამშრომლებს, სტუდენტებს და გავცნობოდი თსსუ-ის  რეზიდენტებს. ასევე, შევხვდი ექიმ დავით გაგუას, დავათვალიერე მისი ახალი მშვენიერი კლინიკა, პროგრამის კლინიკური ბაზა. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა განსაკუთრებული აღმოჩნდა,  კლერკშიპის მონაწილე სტუდენტებმა გამიზიარეს საკუთარი აზრი, გამოხატეს მადლიერებაც და იმედგაცრუებაც, ისინი ხომ ამ  ახალი სასწავლო პროგრამის პირველი თაობის წარმომადგენლები არიან. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორთან, ეკა ეკალაძესთან ერთად განვიხილე პროგრამის კლინიკური წლების გაუმჯობესების გზები და შესაძლებლობები. ვიზიტის დასასრულს პროგრამის კლერკშიპის ხელმძღვანელებს შევხდვი და საკუთარი ხედვა და გამოცდილება გავუზიარე. შეხვედრაზე კოლეგებთან ერთად სასწავლო პროცესის დროს ინდივიდუალური  გამოწვევებისა და პრაქტიკული მუშაობიდან  მიღებული გამოცდილებების შესახებ ვიმსჯელეთ.

ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის (აშშ, ატლანტა) კლინიკური კლერკშიფების დირექტორი და მეან-გინეკოლოგიის კლერკშიფის ხელმძღვანელი ჯენიფერ გადკინი საქართველოს უკვე მეოთხედ სტუმრობდა. გადკინი თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კლინიკური სწავლების განვითარების მიზნით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამომავლოდაც არაერთხელ ეწვევა.