ეპილეფსიის საერთაშორისო დღე თსსუ-ში

ეპილეფსიის საერთაშორისო დღე თსსუ-ში

2019 წლის 26 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ორგანიზებით, ეპილეფსიის მხარდამჭერი ღონისძიება ,,იასამნისფერი დღე“ გაიმართა. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თავის ტვინის ქრონიკული დაავდებაა, რომელიც  მსოფლიოში 50 მილიონ ადამიანს აღენიშნება. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ეპილეფსიის მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების  დახმარების მიზნით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.  

თსსუ-ში გამართული ღონისძიება მოიცავდა საჯარო ლექციას, რომელსაც ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგის საქართველოს განყოფილების გენერალური მდივანი თამარ ედიბერიძე უძღვებოდა. ლექციაზე განხილული იყო ეპილეფსიასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები: ეპიდემიოლოგია, პათოგენეზი, სიმპტომები, კლასიფიკაცია, დიაგნოზისტირებისა და მკურნალობის ინოვაციური მიდგომები და ეპილეფსიის სტიგმის ხარისხის შემცირება.

ღონისძიება თეორიული ნაწილის გარდა მოიცავდა პრაქტიკულ საკითხებს, რომელიც თეატრალიზებული დადგმით იყო წარმოდგენილი: როგორ უნდა მოვიქცეთ  როდესაც პაციენტს ეპილეფსიური გულყრა აღენიშნება? როგორ აღმოვუჩინოთ პირველი დახმარება ადამიანს ეპილეფსიური შეტევის დროს? რა უნდა გავაკეთოთ მას შემდეგ, რაც ავადმყოფს ცნობიერება დაუბრუნდება? ღონისძიება დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩეოდა.