2023 წლის 23 ოქტომბრიდან იწყება ექიმთა მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა ბავშვთა გადაუდებელ მდგომარეობაში.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პედიატრებს ან მომიჯნავე სპეციალობების სპეციალისტებს. პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სტაჟი.
კურსის ხანგრძლივობაა 6 თვე. ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 500 ლარს.
პროგრამის ხელმძღვანელია ფიქრია ლურსმანაშვილი.
რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით ნატალია ქეშელაშვილს ნომერზე: 577440063.