ერთი ლამაზი დღე ბავშვთა  სახლის აღსაზრდელებისათვის

ერთი ლამაზი დღე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის

2014 წლის 7 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში “ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სტუდენტური საზოგადოების’’ ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი. კონცერტის ჩატარების მიზანი იყო ბავშვთა სახლის „მომავლის გზა“ აღსაზრდელებისათვის ფინანსური დახმარების გაწევა და  ერთი ჩვეულებრივი დღის გალამაზება.

კონცერტის დაგეგმვასა და განხორციელებაში საზოგადოების  ყველა წევრი მონაწილეობდა, მათი დამსახურებით, დღემ წარმატებით ჩაიარა. კონცერტს დაესწრნენ „მომავლის სახლის“ აღსაზრდელები, მოწვეული სტუმრები და სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.  

კონცერტის შემდეგ, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს „ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სტუდენტური საზოგადოების“  პრეზიდენტს ნიკოლოზ დათაშვილს, ქველმოქმედების განყოფილების ხელმძღვანელს და კონცერტის ორგანიზატორს ქეთევან სივსივაძეს, კონცერტის მონაწილე თითოეულ სტუდენტს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა კეთილი საქმის კეთებაში, და შეძლებისამებრ, გაულამაზა დღე „მომავლის სახლის“ აღსაზრდელებს. ბავშვებს ასევე გადაეცათ საჩუქრები კომპანიისაგან „ლიტვური საცხობი“.