ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია

ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია

2016 წლის 19 მაისს, ქ. ქუთაისში გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და ქუთაისის აკაკაკი  წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კონფერენცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო  აქტუალური სამეცნიერო ნაშრომები როგორც ზეპირი, ასევე,  პოსტერის სახით.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას გამოცდილება გაუზიარეს თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლუიზა გაბუნიამ და უფროსმა სპეციალისტმა, ასოცირებულმა პროფესორმა შორენა ხეცურიანმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები ჟიურის მიერ იქნა შეფასებული და მათ შორის გამოვლინდა საუკეთესოები. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან მაღალი შეფასება მოიპოვეს მედიცინის ფაკულტეტის  შემდეგმა სუდენტებმა:  გიორგი აფციაურმა, ოთარ მჭედლიშვილმა,  მადეა ბოკუჩავამ, თამარ დალაქიშვილმა, ლევან ცაგურიამ, ნიკა თარგალაძემ, სუკანია პატიმ, შრი ლამანიმ და საი ლაჰირიმ.  ასევე, საუკეთესო ნაშრომები შერჩეული იქნა ქუთაისის აკაკაკი  წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. აღნიშნული სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ  ქ. ბათუმში დაგეგმილ ეროვნულ სამეცნიერო-კვლევით კონფერენციაში, რომელიც ამა წლის 11 ივნისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება.