ერასმუს მუნდუსის პროექტ  „მედეა“–ს დასკვნითი შეხვედრა თესალონიკში

ერასმუს მუნდუსის პროექტ „მედეა“–ს დასკვნითი შეხვედრა თესალონიკში

   
   

2017 წლის 6–დან 9 ივნისამდე   ერასმუს მუნდუსის პროექტ „მედეა“–ს დასკვნით შეხვედრა ჩატარდა არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტში (სალონიკი, საბერძნეთი). შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარტნიორები დასავლეთ ევროპიდან: უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა.

შეხვედრა გახსნა არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა და ევროპული პროექტების დეპარტამენტის უფროსმა იოანა გეორგიადომ.

შეხვედრაზე პროექტის კოორდინატორებმა – ტულუზის (საფრანგეთი) პოლ საბატიეს სახელობის უნივერსიტეტიდან ოქსანა კონდუზოვან და ელოდი ბალონასმა ხაზი გაუსვეს ჩვენი უნივერსიტეტის, როგორც პროექტის თანაკოორდინატორის დიდ ღვაწლს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, და ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლების განსაკუთრებულ აქტივობას 4 წლის მანძილზე.

ერასმუს მუნდუსის პროექტ  „მედეა“–ს დასკვნითი შეხვედრაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ერასმუს+ ოფისის კოორდინატორის ნინო კანდელაკის მიერ წარმოდგენილმა  მოხსენებამ – „პროექტის მობილობის მონაწილე 164 პირთან დაგზავნილი კითხვარის სტატისტიკური ანალიზი“ დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტის მდგრადობის და პროექტის დასრულებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები. დაისახა მომავალo ურთიერთანამშრომლობის გეგმები.