ერაზმუს + საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) და ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა

ერაზმუს + საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) და ინსტიტუციური განვითარების (CBHE) პროექტებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

2021 წლის 15 ოქტომბერს ერასმუს + საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით, თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტების, რეზიდენტების და  დოქტორანტებისთვის ჩატარდა ერასმუს + საინფორმაციო დღე. 

შეხვედრა ჩაატარეს: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა თინათინ კილასონიამ, ერასმუს + პროგრამების ინსტიტუციურმა კოორდინატორმა ნინო კანდელაკმა,  და პროფესორმა ირმა მანჯავიძემ.

ნინო კანდელაკმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად  გააცნო ერაზმუს +  გაცვლით  პროგრამებში მონაწილეობის პრინციპები,  პირობები, შერჩევისთვის   საჭირო დოკუმენტების მომზადების  და საკონკურსოდ დოკუმენტების  წარდგენის წესები.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად თბილისის სახელმწiფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ერაზმუს+ ოფისის მიერ  ტარდება  კონკურსები შემდეგ უნივერსიტეტებში:

პარიზის ვალ დე მარნი კრეტეის უნივერსიტეტში (საფრანგეთი), 

შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტი (გერმანია), 

პიზის უნივერსიტეტში (იტალია), 

ზადარის უნივერსიტეტი (ხორვატია), 

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი)   

კლაიპედას უნივერსიტეტში (ლიტვა).

 აღნიშნულ კონკურსებში გამარჯვებული სტუდენტების, რეზიდენტების და  დოქტორანტების   მობილობა 2022 წელს განხორციელდება.

შეხვედრაზე კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა  ირმა მანჯავიძემ, როგორც პროექტის მენეჯერმა და  ბენეფიციარმა, ისაუბრა  ერაზმუს+ ფარგლებში 2020 წელს დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების (HECB) გრანტის: „სიმულაცია მედიცინის საგანმანათლებლო ბაკალავრიატის პროგრამებზე უსაფრთხოებისა და ხარისხის გაუმჯობესება პაციენტის მოვლისას“ (SAFEMED+) შესახებ. 

პროექტი მიზნად ისახავს კომპეტენციაზე დაფუძნებული, სამედიცინო სიმულაციური სწავლების დანერგვას, თსსუ-ის კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის აღჭურვას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აკადემიური პერსონალის გადამზადება  კატანიის (იტალია), ვილნიუსის (ლიტვა) და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტში (ესპანეთი).