ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და სომხეთის მედიკოს სტუდენტთა პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და სომხეთის მედიკოს სტუდენტთა პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

შეხვედრას ესწრებოდა თსსუ–ის რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, სტუდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა პროფესიული ინტეგრაციის სამსახურის ხელძღვანელი ირაკლი გვილავა, ამავე სამსახურის სპეციალისტი გოგი ჩიქოვანი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიგა სორდია.

შეხვედრაზე განიხილეს მომავალი ურთიერთობის საკითხები: სტუდენტების, რეზიდენტებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და სტუდენტური პროგრამების განხორციელება, კლინიკური და სამეცნიერო გამოცდილების გაზიარება აკადემიურ პერსონალსა და კლინიცისტებს შორის, ურთიერთობის განვითარება სტუდენტურ ორგანიზაციებს შორის.

მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში. სომხეთის მხარე გამოთქვამს მზადყოფნას მიიღოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საზაფხულო სტაჟირებაზე ერევნის სამედიცინო კლინიკებში.

შეხვედრები გაიმართა საქართველოს შრმოის, ჯანმრტელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან ირაკლი გიორგობიანთან და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავჯდომარესთან ოთარ თოიძესთან. შეხვედრაზე სომხეთის სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის და სადაზღვევო სისტემის რეფორმირების შესახებ.

სტუმრებმა დაათვალიერეს და გაეცვნენ სასწავლო პროცესს, აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრის აკადემიურ კლინიკასა და გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მომავალში იგეგმება ერთობლივი მასშტაბური პროგრამების განხორციელება სამედიცინო სფეროში, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს და გააღრმავებს ურთიერთობას სომეხ და ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მედიკოსებს შორის.