ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ ერვანდ სააკიანის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის, პროფესორ ერვანდ სააკიანის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე საგარეო საკითხებში, პროფესორი ერვანდ სააკიანი.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ერვანდ სააკიანი შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. შეხვედრას ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი  და კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე.

შეხვედრაზე  დაიგეგმა აკადემიურ და კულტურულ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობისა და უცხოელ სტუდენტთა სწავლების   საკითხებში გამოცდილების გაზიარების გზები.

ვიზიტის ბოლოს,  პროფესორმა  ერვანდ სააკიანმა  თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია საპასუხო ვიზიტით მიიპატიჟა ერევნის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში.