ერზრუმის (თურქეთი) ათათურქის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ერზრუმის (თურქეთი) ათათურქის უნივერსიტეტის პროფესორების ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 13,14 და 15 ნოემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ  ერზრუმის (თურქეთი) ათათურქის უნივერსიტეტის პროფესორები: ფაჰრი იავუზი, ფატიჰ კარაჩაი, მეტინ აკგუნი, ახმეტ ჰაკიმუფტიოღლუ და ზაქარია აკტურქი, რომლებმაც  სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები: 

პროფესორი ახმეტ ჰაკიმუფტიოღლუ – „ავტონომიური ნერვული სისტემის ფარმაკოლოგია, in vivo ვოლტამეტრიული ტექნოლოგია და გლუტამატი ნევროლოგიური დაავადებებისას“;
პროფესორი მეტინ აკგუნი – „ფილტვების პროფესიული დაავადებები“;
პროფესორი ფატიჰ კარაჩაი – „დამატებითი და ალტერნატიული მეთოდები (CAM)“;
პროფესორი ზაქარია აკურქი – “პრაქტიკული ბიოსტატისტიკა და კვლევის მეთოდები, SPSS-ის გამოყენება”;
პროფესორი ფაჰრი იავუზი – „ უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

151112_TURQI_PROF_LEQCIEBI 151112_TURQI_PROF_LEQCIEBI_1
151112_TURQI_PROF_LEQCIEBI_2 151112_TURQI_PROF_LEQCIEBI_3 151112_TURQI_PROF_LEQCIEBI_4