ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი

ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი

2014 წლის 7–11 ივნისს ქალაქ კოპენჰაგენში (დანია) გაიმართა ევროპის ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი (EAACI 2014). კონგრესზე დასასწრებად გაემგზავრა  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების ასისტენტ პროფესორი ქეთევან მაჭავარიანი. მან წაიკითხა მოხსენება: „ციტოკინების Th1/ Th2 პროფილის წონასწორობის შედარებითი მახასიათებლები პულმონარული ტუბერკულოზისა და ბრონქული ასთმის შემთხვევებში“ („Comparative characteristics of the cytokines Th1/ Th2 profile balance in the cases of pulmonary tuberculosis and bronchial asthma”) და წარადგინა პოსტერი.