ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი 2015“

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ,,თბილისი 2015“

2013 წლის 5 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III  სასწავლო კორპუსის "წითელ დარბაზში" გაიმართა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" პრეზენტაცია.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თსსუ–ის ვიცე-რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015" საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორი ალექსი ახვლედიანი, თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია  და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი კახა აბულაძე.

ალექსი ახვლედიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართვა აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში, განსაკუთრებით ფიზიკური მედიცინის და რეაბილატაციის ფაკულტეტის სტუდენტების პროფესიული ჩართულობა სპორტული ღონისძიებების განხორციელებისას.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩატარებულა.