ევროპის ბიოქიმიკოსების საზოგადოებათა ფედერაციის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ევროპის ბიოქიმიკოსების საზოგადოებათა ფედერაციის დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 11 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ევროპის ევროპის ბიოქიმიკოსების საზოგადოებათა ფედერაციის დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: ევროპის ბიოქიმიკოსების საზოგადოებათა ფედერაციის ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, ბაიროითის უნივერსიტეტის პროფესორი მატიას სპრინცლი (გერმანია), დოკუს ეულულის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ბიოქიმიის დეპარტამენტის პროფესორი გიულ გიუნერი (თურქეთი), ზაგრების უნივერსიტეტის ბიოქიმიისა და ფარმაციის ფაკულეტეტის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოქიმიის დეპარტმანენტის პროფესორი იერკა დუმიჩ ბალამარიჩი (ხორვატია), ვარშავის ნენკის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ბიოლოგიის დეპარტმანეტის პროფესორი იოლანტა ბარანსკა (პოლონეთი), პალადინის ინსტიტუტის ნეიროქიმიის დეპარტამენტის პროფესორი ტატიანა ბორისოვა (უკრაინა) და ევროპის ბიოქიმიკოსების საზოგადოებათა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში, პროფესორი რევაზ სოლომონია.
ევროპის ბიოქიმიკოსთა ზემოხსენებული ფედერაცია არის ერთერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია ევროპის სამეცნიერო საზოგადოებაში, რომელიც დაარსდა როგორც საქველმოქმედო საზოგადოება კვლევისა და განათლების განვითარებისთვის ისეთ სამეცნიერო დარგებში, როგორიცაა ბიოქიმია და მოლეკულური ბიოლოგია. ფედერაცია აერთიანებს 36 შემადგენელ საზოგადოებასა და 7 პარტნიორ სამეცნიერო საზოგადოებას. ამ შემადგენელი თუ პარტნიორი საზოგადოებების ნებისმერი წევრი ითვლება ევროპის ბიოქიმიკოსების საზოგადოებათა ფედერაციის წევრად და შეუძლია თავისუფლად ისარგებლოს ევროპის ბიოქიმიკოსების საზოგადოებათა ფედერაციის საგანმანათლებლო პროგრამით.

შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, უნივერსიტეტის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბიოქიმიის დეპარტამანეტის ხელმძღვანელი, პროფესორი პაატა თუშურაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამეტნის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე ბიოქიმიური კველევები, სწავლების საკითხები და ევროპის ბიოქიმიკოსების საზოგადოებათა ფედერაციის და თსსუ–ს შორის სამომავლო ურთიერთობის გეგმები, რის საფუძველზეც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრანტებს, დოქტორანტებს, რეზიდენტებსა და აკადემიური პერსონლს საშუალება მიეცემათ გამარტივებული წესით მიიღონ მონაწილეობა ევროპის ბიოქიმიკოსების საზოგადოებათა ფედერაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში, სემინარებსა და ტრენინგებში.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ იხილოთ ევროპის ბიოქიმიკოსების საზოგადოებათა ფედერაციის web–გვერდი: www.febs.com ან დაგვიკავშირდეთ თსსუ–ის ცხელ ხაზზე 254 24 24