„ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია - თბილისის“ (EMSA-თბილისის) გეგმებისა და პროექტების პრეზენტაცია

„ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია - თბილისის“ (EMSA-თბილისის) გეგმებისა და პროექტების პრეზენტაცია

2014 წლის 16 ოქტომბერს თსსუ-ის სტუდენტებისათვის გაიმართა „ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია - თბილისის“ (EMSA-თბილისის) გეგმებისა და პროექტების პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია და EMSA-თბილისის ლოკალური კოორდინატორი ალექსანდრა გვენეტაძე, რომელმაც სტუდენტებს გააცნო დაგეგმილი ადგილობრივი ღონისძიებები და სამომავლო გეგმები.

EMSA-თბილისი თსსუ-ის სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობას, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში.

გამოცხადდა კონკურსი EMSA-თბილისის სახელით ზაგრების საერთაშორისო სამედიცინო სამიტზე და ევროპის სამედიცინო ეთიკის კვირეულზე სტუდენტების შესარჩევად. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ  CV მისამართზე: alexandragvenetadze@yahoo.com  წერილის თემად მიუთითეთ ზაგრები. გამოგზავნის ბოლო ვადაა 19 ოქტომბერი.