ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან

ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან

   
   

2016 წლის 8-15 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის EMSA S/A 2016-ის  საგაზაფხულო ასამბლეას მასპინძლობს.

ასამბლეის მიმდინარეობისას საქართველოს ეწვია ასამდე უცხოელი სტუმარი, მათ შორის, აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი იანის პაპაზოღლუ, ვიცე-პრეზიდენტები: საფა ცანცი, აფროდიტე ადამიდოუ, ევროპული ქვეყნების EMSA-ს ნაციონალური და ლოკალური კოორდინატორები. გაიმართა EMSA-ს საპარლამენტო სესია, ჩატარდა ტრენინგები, ვორქშოპები, მოწვეულმა პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები.

ღონისძიების ფარგლებში ევროპის ექიმთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ბერნარდ მაიეტი, ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის პრეზიდენტი, იანის პაპაზოღლუ, ვიცე-პრეზიდენტები: საფა ცანცი, აფროდიტე ადამიდოუ შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელ მდივანს, არჩილ მორჩილაძეს, თსსუ-ის ვიცე-რექტორებს: პროფესორ რიმა ბერიაშვილს და გიორგი აბესაძეს, თსსუ–ის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორს, ასოცირებულ-პროფესორს ზაზა ბოხუას.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიულ საკითხებზე, განსაკუთრებით დიპლომისშემდგომი სწავლების  კუთხით. სტუმრებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიების მიმდინარეობა და მადლიერება გამოხატეს განსაკუთრებული მასპინძლობისათვის.