ევროპის პედიატრული აკადემიის იშვიათ დაავადებათა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის, დოქტორ ლიზბეტ სიდერიუსის (ნიდერლანდები) ლექციები თსსუ–ში

ევროპის პედიატრული აკადემიის იშვიათ დაავადებათა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის, დოქტორ ლიზბეტ სიდერიუსის (ნიდერლანდები) ლექციები თსსუ–ში

2012 წლის 30 აპრილიდან 3 მაისამდე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური მოწვევით სტუმრობდა ევროპის პედიატრული აკადემიის იშვიათ დაავადებათა სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი, დოქტორი ლიზბეტ სიდერიუსი (ნიდერლანდები). 

ჰოლანდიელმა კოლეგამ თსსუ–ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის აუდიტორიაში მედიცინის ფაკულტეტის ქართული და უცხოენოვანი სექტორის VI კურსის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები:
„გენეტიკა ზოგად პრაქტიკაში: რომელი ზოგადი პრინციპების ცოდნაა აუცილებელი?“;
„ახალი მიღწევები პედიატრიულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში: დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდები, მათი არჩევანი და ოპტიმალური მენეჯმენტი საქართველოსა და დასავლეთ ევროპაში;
სამეცნიერო, ჯანდაცვის და პაციენტზე ორიენტირებულ ორგანიზაციებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა იშვიათი დაავადებების მართვის პროცესში: გამოცდილება საქართველოსა და ნიდერლანდების მაგალითზე;
პრევენცია და სკრინინგი ბავშვებში.
ნორმალური ზრდის და განვითარების სკრინინგის მეთოდები (გამოცდილების გაზიარება).

     

ლექციების დასასრულს დოქტორმა ლიზბეტმა თსსუ–ის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას საჩუქრად გადასცა საბავშვო გასართობი ინვენტარი და სათამაშოები.

კლინიკის დირექტორმა, პროფესორმა ლია ძიძიგურმა პირადად გადაუხადა დიდი მადლობა ჰოლანდიელ კოლეგას გულისხმიერებისთვის და გამოთქვა იმედი მომავალი ურთიერთთანამშრომლობისა.

აღნიშნული პროექტი 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების გამოჩენილი პროფესორები ეწვევიან.