ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან ერაზმუს + ფარგლებში მოწვეული პროფესორების ლექციები თსსუ-ში

ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან ერაზმუს + ფარგლებში მოწვეული პროფესორების ლექციები თსსუ-ში

2018 წლის 24 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ერაზმუს + საერთაშორისო მობილობის ფარგლებში რუმინეთიდან ესტუმრა ტარგუ მურეშის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტის  უჯრედული ბიოლოგიის და მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი ენიკო ჰადუ ბარაბას სცილა (Mrs. Barabás- Hajdu Enikő Csilla MD; PhD) და პროფესორი ზოლტან იშტვან სცაბო (Mr. Zoltan-Istvan Szabo MD). 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ტარგუ მურეშის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი შესაძლებელი გახდა ერაზმუს + ფარგლებში მიღებული გრანტის შედეგად, რაც 2018–2019 წლებში ტარგუ მურეშის მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტთან პროფესორების და სტუდენტების გაცვლითი განხორციელებას გულისხმობს.

25 სექტემბერს პროფესორმა ენიკო ჰადუ ბარაბას სცილამ წაიკითხა ორი ლექცია; თსსუ-ის მიკრობიოლოგიის დეპარტამენტში ლექცია სახელწოდებით „საშარდე სისტემის ინფექციები და ნაწლავური პარაზიტები“, ხოლო თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიისა და კარდიოლოგიის დეპარტამენტში ლექცია სახელწოდებით „მულტირეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული შარდის სისტემის ინფექციების მკურნალობა მცენარეული ზეთით“. 

ამავე დღეს პროფესორმა ზოლტან იშტვან სცაბომ  წაიკითხა ლექცია „ნანოტექნოლოგიები - წამლის მიზანმიმართული სისტემები“.

ხოლო 27 სექტემბერს 9:45 საათზე წაიკითხვას ლექციას „ქირალობის როლი ფარმაციაში“. მისამართი : ვაჟა-ფშაველას #33, IV სასწავლო კორპუსი, IV სართული, სალექციო აუდიტორია # 1.