2019 წლის 27 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრება, ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს მიულოცეს ფარმაცევტული კომპანიების: „ავერსი“, „გეფა“, „პე–ეს–პე“ - წარმომადგელებმა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს მათთან დასაქმებულ წარმატებულ კურსადმთავრებულებს.
"ავერსის" სასწავლო პროგრამების მენეჯერმა ლალი დათეშიძემ ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს მიულოცა უნივერსიტეტის დამთავრება და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც ქალბატონმა ლალიმ აღნიშნა კომპანია "ავერსისთვის" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები სასურველი და მნიშვნელოვანი კადრები არიან. სტუდენტები „ავერსი–ფარმას“ ბაზაზე გადიან პრაქტიკულ სწავლებას, იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, წელს დაახლოებით 40-მდე სტუდენტმა სასწავლო პრაქტიკა "ავერსის" სააფთიაქო ქსელში გაიარეს. ასევე, ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა.
ფარმაცევტულმა კომპანია “გეფამ” სახალისო სტუდენტური აქტივობების მოწყობის გარდა, 25 წარმატებული კურსდამთავრებული, რომლებიც ამავდროულად უკვე “გეფას” დიდი გუნდის წევრებიც არიან, დაასაჩუქრა დამატებითი ხელფასით. ხოლო სტიპენდია კურსდამთავრებულების გარდა I, II და III კურსის სტუდენტებსაც გადასცა (ჯამში 21 სტუდენტს). სს “გეფას" კარი ყოველთვის ღიაა თსსუ-ის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის. ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობა კი, კარიერული ზრდისა და განვითარების საუკეთესო შანსია.
კომპანია "პე-ეს-პე ფარმა" მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტთან. არც 2019 წლის 27 ივნისი იყო გამონაკლისი. სპეციალურად კურსდამთავრებულებისთვის მრავალფეროვანი აქტივობით გაფერადებული ღონისძიება შედგა: ჩამოსხმული სახელობითი ღვინის გადაცემის ცერემონიალი, დარტსის სახალისო გათამაშება, ინდივიდუალური კონვერტებით სასიამოვნო მოგონებების გაზიარება, გემრიელი მაფინებით გამასპინძლება, ფოტოგადაღება, მოძრაობის თეატრის დასამახსოვრებელი გამოსვლები და მრავალი სხვა. ასევე, იმ კურსდამთავრებულებს, რომლებიც "პე-ეს-პე-ში" მუშაობენ, კომპანია ტრადიციულად სასტუმრო როიალ ბატონში უმასპინძლებს. ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალურად მათთვის შექმნილი სტუდენტური დასაქმების პროგრამის საშუალებით დაიწყონ კარიერა, ლიდერ ფარმაცევტულ კომპანიაში. "პე-ეს-პე ფარმა" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ყოველ წელს ავლენს სტიპენდიანტებს, აფინანსებს მათ სწავლას და ხელს უწყობს მიიღონ შესაბამისი განათლება, ვინაიდან კომპანიისთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, მუდმივი წინსვლა და ზოგადად, ფარმაცევტული დარგის განვითარება.