ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტის ნინო სუხიშვილის ვიზიტი ბელგიაში

ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტის ნინო სუხიშვილის ვიზიტი ბელგიაში

2022 წლის 17 იანვრიდან 17 ივლისის ჩათვლით ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტი ნინო სუხიშვილი, კვლევითი კომპონენტის განხორციელების მიზნით, იმყოფებოდა ბელგიაში, ლიეჟის უნივერსიტეტში

სადოქტორო პროგრამა - „საქართველოში მოზარდი გვარი Primula-ს ზოგიერთი სახეობის მეორადი მეტაბოლიტების შესწავლა და მათი ბიოლოგიური შეფასება“ დაფინანსებულია ERASMUS + საერთაშორისო მობილობის პროგრამის ფარგლებში. 

ქართველმა დოქტორანტმა საკვლევი ობიექტების ბიოლოგიური მოქმედების შეფასება და ფიტოქიმიური შესწავლა განახორციელა ლიეჟის უნივერსიტეტის ოქსიდაციის კვლევისა და განვითარების ცენტრში პროფესორ ტიერი ფრანკის (Center for oxygen research and development) და ფარმაკოგნოზიის ლაბორატორიაში პროფესორ მიშელ ფრედერიშის ხელმძღვანელობით.  

სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესწავლილ იქნა საკვლევი ობიექტებიდან მიღებული მეორადი მეტაბოლიტების ფრაქციების ანტიოქსიდანტური და ანთებისაწინაამღდეგო მოქმედება - სპექტროფოტომეტრული (ABTS, DPPH anti-radical assay), ფლუორესცენტული (SIEFED, classic enzymatic assay) და ქემილუმინესტენტული (measurement of ROS production using PMN) მეთოდით. ფარმაკოგნოზიის ლაბორატორიაში ნინო სუხიშვილმა მოახდინა   ფარმაკოლოგიურად ყველაზე აქტიური ფრაქციის დაყოფა და შეიმუშავა მასში არსებული მეორადი მეტაბოლიტების რაოდენობრივი განსაზღვრის მეთოდი. 

ნინო სუხიშვილს კვლევის შემდგომ ეტაპზე დაგეგმილი აქვს აქტიური ფრაქციიდან ფარმაკოლოგიურ მოქმედებაზე პასუხისმგებელი ნივთიერების(ების) მიღება და მათი ქიმიური შენების დადგენა.