ფარმაციის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

ფარმაციის სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაცია

2018 წლის 20  აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ფარმაციის ფაკულტეტზე არსებული სამაგისტრო პროგრამების პრეზენტაციები.

ღონისძიების ფარგლებში,   სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოადგინეს პრეზენტაციები. დაინტერესებულ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს   გააცნეს დეტალური  ინფორმაციები  სასწავლო კომპონენტების, მიღებული კვალიფიკაციის,  დასაქმების პერსპექტივების და სხვა  მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

შეხვედრაზე განხილული იქნა შემდეგი სამაგისტრო პროგრამები:

  • ,,ფარმაციის მენეჯმენტი’’-ხელმძღვანელი, ემერიტუს-პროფესორი ვაჟა ერიაშვილი;
  • ,,სამრეწველო ფარმაცია“-ხელმძღვანელი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე;
  • ,,ფარმაცევტული ანალიზი“-ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ ჩიკვილაძე;
  • ,,ფარმაცევტული კოსმეტოლოგია და პარფიუმერია“-ხელმძღვანელი, პროფესორი ალიოშა ბაკურიძე;
  • ,,კლინიკური ფარმაცია“-ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ ჭუმბურიძე.

ღონისძიების ორგანიზატორი გახდათ თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური , ფარმაციის ფაკულტეტი  და სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახური.