ფარმაკოგნოზიის დეპარტმენტის ასისტენტ–პროფესორ ანა ბოჟაძის ლექცია ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტებისთვის

ფარმაკოგნოზიის დეპარტმენტის ასისტენტ–პროფესორ ანა ბოჟაძის ლექცია ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტებისთვის

2020 წლის 16 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასისტენტ–პროფესორმა ანა ბოჟაძემ წაიკითხა ონლაინ- ლექცია პოლონეთის ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის თემაზე - „ფარმაკოლოგიურად აქტიური ბუნებრივი ნედლეულის მნიშვნელობა;  წამლის ძიების თანამედროვე მიდგომები“. 

ონლაინ–ლექცია შედგა ევროკავშირის სოციალური ფონდის პროგრამის ფარგლებში -“თანამედროვე ფარმაცია, ინტერდისციპლინური სადოქტორო სწავლება წამლის კვლევის სფეროში“. პროგრამა მოიცავდა ლექციების ციკლს ევროპის ქვეყნების წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების ახალგაზრდა თანამშრომლების მონაწილეობით. ისინი  საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდნენ ლუბლინის ფარმაციის ფაკულტეტის დოქტორანტებს კვლევის აქტუალურ პრობლემებთან დაკავშირებით.