ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ცერემონია

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ცერემონია

 

 

მიმდინარე წლის 8 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა ცერემონია.

კურსდამთავრებულებს მიესალმნენ: თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, თურქეთის საპატიო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლელა მასხულია, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს ლიი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

საზეიმო ღონისძიება სერტიფიკატების გადაცემითა და ტრადიციული საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.