2013 წლის 8 თებერვალს ჩამოყალიბდა ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის სტუდენტური საზოგადოება, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტები: ნანა ნაცაური, ნინო ჭელიძე, ნანა გაბეხაძე, ელენე ჩიტიძე, ანა მეცხვარიშვილი და თეა ვაშაკიძე.
საზოგადოების მთავარ მიზანს წარმოადგენს:
- სპეციალობისა და ფაკულტეტის პოპულარიზაცია;
- აბიტურიენტების დაინტერესება და მოზიდვა;
- სტუდენტებისთვის პროფესიული წინსვლის შესაძლებლობის მიცემა;
- კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობა.
საზოგადოებაში გაერთიანებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ საკუთარი იდეები აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის.