ფიზიკური მედიცინის წამყვანი იტალიელი სპეციალისტის ანდრეა ბოლჩის სემინარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ფიზიკური მედიცინის წამყვანი იტალიელი სპეციალისტის ანდრეა ბოლჩის სემინარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 30 და 31 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტში, სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრის, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის და იტალიური სამედიცინო ტექნოლოგიების კომპანია “Sixtus”-ის მხარდაჭერით, ჩატარდა თეორიულ-პრაქტიკული სემინარი. ფიზიკური მედიცინის წამყვანმა იტალიელმა სპეციალისტმა ანდრეა ბოლჩიმ წარმოადგინა თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები, რომლებიც გამოიყენება სპორტულ მედიცინაში, ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში ტრავმების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით.
სემინარი აღჭურვილი იყო კომპანია “Sixtus”-ის მიერ მოწოდებული ყველა საჭირო მასალით და ინსტრუმენტით პრაქტიკული ტრენინგის ჩასატარებლად. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ უკანასკნელ მიღწევებს კინეზოთერაპიასა და კინეზო-ტეიპინგში, შეესწავლათ აღნიშნული მეთოდი და პრაქტიკულად დაეხვეწათ მისი გამოყენების უნარ-ჩვევები. თანამშრომლობა იტალიელ კოლეგებთან მომავალშიც გაგრძელდება.