ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

   
   

მიმდინარე წლის 6 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოეწყო ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია.

ღონისძიებას დაესწრნენ თსსუ–ის პროფესორ–მასწავლებლები, სტუდენტები, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის მრჩეველი განათლების დარგში ი. თუფან კარადენიზი,  კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები თურქეთიდან.

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ბაკალავრებს სიტყვით მიმართეს მიმართეს თსსუ ვიცე–რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ლელა მასხულიამ, თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩის მრჩეველმა განათლების დარგში ი. თუფან კარადენიზიმ.

ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა სერტიფიკატები გადასცა კურსდამთავრებულებს.

საღამო კონცერტით დასრულდა.