“ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში” კონფერენციაზე “დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“

“ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტი საქართველოში” კონფერენციაზე “დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“

2019 წლის 3 დეკემბერს საქართველო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.  თბილისში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივით გაიმართა კონფერენცია „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“. 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ განვითარების სააგენტოს, USAID-ისა და ემორის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის „ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში“ პარტნიორი ორგანიზაციები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“, კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“ და „მაკლეინის ასოციაცია საქართველოში“. 

კონფერენციაზე პროექტის „ფიზიკური რეაბილიტაცია საქართველოში“ წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის შესაბამისად არსებული რეაბილიტაციის სერვისების შესახებ და ხაზი გაუსვეს მათ მნიშვნელობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.