2024 წლის 6 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამით სტაჟირების გასავლელად ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის სტუდენტი ალინ კრამერი იმყოფებოდა.
სტუდენტმა სტაჟირება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე არსებულ შინაგან დაავადებათა #2 დეპარტამენტში გაიარა.
სტუდენტი სტაჟირებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ის ძალიან კმაყოფილია საქართველოში მიღებული გამოცდილებით, ვინაიდან ყოველდღიურ რეჟიმში დეტალურად ეცნობოდა პაციენტების ისტორიებს, განიხილავდა მათ ექიმებთან ერთად და ჩართული იყო სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციაში.