ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციართა ნახატების გამოფენა–გაყიდვა დასრულდა

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციართა ნახატების გამოფენა–გაყიდვა დასრულდა

თსსუ–ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და  სტუდენტთა სამეცნიერო–კვლევითი კლუბი „ვიტალისის”  ორგანიზებით და თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მხარდაჭერით,  თსსუ–ში მოეწყო თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ბენეფიციართა ნახატების გამოფენა–გაყიდვა. 

გამოფენამ მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებლებზე. კმაყოფილი იყვნენ როგორც სტუდენტები, ისე მოწვეული სტუმრები და ბენეფიციარები.                                                        

გამოფენა დაიხურა სემინარით  – „არტ თერაპია და მისი მნიშვნელობა“, რომელიც წაიკითხა  ილიას უნივერსიტეტიდან მოწვეულმა პროფესორმა მარინა კურატაშვილმა.