გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშკრულება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს „ევროსტარი“–ს შორის

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშკრულება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს „ევროსტარი“–ს შორის

2012 წლის 8 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას შეხვდა შპს „ევროსტარი“–ს დირექტორი ჰალილ იბრაჰიმ თემიზი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი კახა ჭელიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი.

შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თურქული მხარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლებლად მოიზიდავს თურქეთის მოქალაქეებს.