გალფის სამედიცინო უნივერსიტეტის (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) სტუდენტების ვიზიტი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

გალფის სამედიცინო უნივერსიტეტის (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) სტუდენტების ვიზიტი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

2022 წლის 4 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვია დელეგაცია არაბეთის გაერთიანებული საამიროების გალფის სამედიცინო უნივერსიტეტიდან

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ გალფის სამედიცინო უნივერსიტეტის  სხვადასხვა კურსის სტუდენტები.

სტუმრები მიიღო  და მასპინძლობა გაუწია  თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო  კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორმა ლევან რატიანმა, რომელმაც დელეგაციის წევრებს დაათვალიერებინა კლინიკა და მისი ძირითადი დეპარტამენტები. 

გალფის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები გაეცნენ კლინიკაში მიმდინარე სასწავლო და კლინიკურ პროცესებს. მათი მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა სამკურნალო მიმართულებით დანერგილმა ინოვაციურმა  მეთოდებმა და კლინიკაში არსებულმა უახლესმა, მაღალმა ტექნოლოგიებმა.