გამოცდილების  გაზიარება და  თანამშრომლობა  დიდ  ბრიტანეთთან

გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობა დიდ ბრიტანეთთან

2016 წლის 18  ივნისიდან  1  ივლისის  ჩათვლით,  თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის  ვიცე-რექტორი,  პროფესორი რიმა  ბერიაშვილი  ერაზმუს+  საერთაშორისო  კრედიტ-მობილურობის პროექტის  ფარგლებში   იმყოფებოდა  ჩესტერის  უნივერსიტეტში,  დიდი  ბრიტანეთი.   

მივლინების   ძირითადი  მიზანი  იყო ბრიტანელი  კოლეგების  გამოცდილების  გაზიარება და  ჩესტერის  უნივერსიტეტის,  როგორც  დიდი  ბრიტანეთის  ერთ-ერთი  ტრადიციული  და   წამყვანი  უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების   ადმინისტრაციის მუშაობის  გაცნობა. მივლინების  პერიოდში  პროფ. რიმა  ბერიაშვილი  შეხვდა  ჩესტერის  უნივერსიტეტის  ვიცე-კანცლერს, პროფესორ  ტიმ  ვილერს,  შრუსბერის  საუნივერსიტეტო  ცენტრის  დირექტორს, პროფესორ ანა  სატონს,  პრო  ვიცე-კანცლერებს, დეკანებს,  საკადრო რესურსების მართვის  დეპარტამენტის  თანამშრომლებს   და  სტუდენტთა    მომსახურების  სფეროების  წარმომადგენლებს. შეხვედრებზე  გამოცდილების  გაზიარებასთან  ერთად  განიხილებოდა   სამომავლო  ურთიერთთანამშრომლობის  და  ერთობლივი  კვლევითი  პროექტების განხორციელების   პერსპექტივები.

28 ივნისს  შრუსბერის  საუნივერსიტეტო  ცენტრში ბრიტანელმა  კოლეგებმა  ჩაატარეს საგანგებო   სხდომა,  სადაც  პროფ. რიმა  ბერიაშვილმა პრეზენტაცია  გააკეთა  ჩვენი ქვეყნის, თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის,  მისი  ისტორიის,  ტრადიციების   და  მიღწევების  შესახებ.