„განათლება შენი უფლებაა“

„განათლება შენი უფლებაა“

2013 წლის 16 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციის – „International Students Union” (Erasmus Student Network) ორგანიზებით სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა ფონდ „ღია საზოგადოების“ მიერ დაფინანსებული კვლევის „განათლება შენი უფლებაა“ დასკვნითი პრეზენტაცია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან პრეზენტაციას ესწრებოდნენ უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი, საერთაშორისო  ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი კახა აბულაძე და სხვა წარმომადგენლები.

კვლევა შეეხებოდა განათლების ხელმისაწვდომობისა და დისკრიმინაციის პრობლემებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში, რომელიც ჩატარდა დედაქალაქის ძირითად უნივერსიტეტებში, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. კვლევა მოიცავდა შემდეგ მიზნობრივ ჯგუფებს: უცხოელი სტუდენტები, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი სტუდენტები. პრეზენტაციაზე განიხილეს კვლევის შედეგები, პრობლემები და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული ერთობლივი რეკომენდაციები.