განმეორებითი ტრენინგი მეან-გინეკოლოგებისთვის

განმეორებითი ტრენინგი მეან-გინეკოლოგებისთვის

14  და 15 ივლისს  ქ. გორში  დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრმა ,,იავნანა" კიდევ  ერთ  მნიშვნელოვან  ტრენინგს უმასპინძლა, უწყვეტი სამედიცინო განათლების დასწრებული პროგრამა ,,საკეისრო კვეთის შემცირების გზები'' (სახ. აკრედიტ. N0355, 12 უპგ ქულა),  რომელსაც რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების მეან-გინეკოლოგები ესწრებოდნენ.  

ტრენინგი მიზნად ისახავდა ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის ძირითადი ასპექტებისა და გამოწვევების განხილვას. 

ორდღიან ტრენინგს უძღვებოდნენ: 

თენგიზ ასათიანი - რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, პროფესორი,  თსსუ-ის ემერიტუსი.  საქართველოს მეან-გენოკოლოგთა ასოციაციის თავჯდომარე, საერთაშორისო ექსპერტი.

ზაზა ბოხუა -  პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივესიტეტის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის  დირექტორი, თსსუ-ის მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ტრენინგს ესწრება დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას" დირექტორი,  მეან-გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი დავით ქაჯაია.

ტრენინგის მონაწილე  მეან-გინეკოლოგებს უწყვეტი სამედიცინო განათლების სპეციალური კრედიტ ქულები მიენიჭათ.