„გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე“

„გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე“

   
   

მიმდინარე წლის 5 ივნისს, "გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე" თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, გაეროს წარმომადგენლებმა საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაცია „რეას“ ბენეფიციარებმა ერთობლივი აქციით აღნიშნეს.

გამწვანების აქციის ფარგლებში „ვეტერანთა კულტურისა და დასვენების“ (ყოფილი კიკვიძის) პარკში, საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა,  გაეროს ელჩმა საქართველოში ნილს სკოტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ, ვიცე–რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ, უნივერსიტეტის სტუდენტებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა ტუიას სახეობის 100-მდე ნერგი დარგეს.

„გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე“  გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ 1972 წელს დააწესა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანისთვის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

 გარემოს დაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანის პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, მისი შენარჩუნებისთვის და გაუმჯობესებისთვის ყოველდღიურ ზრუნვასა და აქტივობას.