,,გარემოს ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები

,,გარემოს ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ტყვიით მოწამვლის პრევენციის ეროვნული კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა კონფერენცია - ,,გარემოს ჯანმრთელობის აქტუალური საკითხები".

კონფერენციის გახსნას დაესწრნენ: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე; ვიცე-რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი; აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. მან აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის პრევენცია ბევრ მნიშვნელოვან თემას მოიცავს. ტყვიით მოწამვლის პრევენციის ეროვნული კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ეს კონფერენცია ეხება გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ანგარიშგასაწევია, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე გარემოს დაბინძურებით მიყენებული ზარალი ოთხჯერ უფრო დიდია, ვიდრე გასული 40 წლის მანძილზე. ამ ფონზე, ჩვენ კიდევ უფრო მოტივირებულები და მობილიზებულები უნდა გავხდეთ გარემოს დასაცავად. მადლობას ვუხდით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერსითვის, მზად ვართ მათთან ერთად მომავალში არაერთ გარემოსდაცვით პროექტსა და ღონისძიებაში მივიღოთ მონაწილეობა.

კონფერენციის მონაწილეებსა და მსმენელებს მიესალმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი: სასიამოვნოა, რომ ვიმყოფები ჩემთვის ნაცნობ და ძვირფას გარემოში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. მნიშვნელოვანია ის თემატიკაც, რასაც ეძღვნება  ეს კონფერენცია. ცნობილია, რომ ჰაერის ხარისხი სერიოზული პრობლემაა. ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. გვაქვს მოძრავი ლაბორატორიები. რაც შეეხება ტყვიის შემცველობას ჰაერში, მინდა დაგამშვიდოთ, რომ ბოლო პერიოდში მისი მაჩვენებელი დაბალია, თუმცა სხვა მომწამვლელი შემცველობა მეტ პრობლემას ქმნის. ჩვენ გაერთიანებული ძალებით უნდა ვიზრუნოთ გარემოზე. განსაკუთრებული იქნება ის წვლილი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები შეიტანთ ამ საქმეში.

კონფერენციის მონაწილეებმა გარემოს დაცვის აქტუალური და პრობლემატური საკითხების შესახებ წაიკითხეს მოხსენებები, წარმოადგინეს პრეზენტაციები: „გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილებებით განპირობებული სამედიცინო ეკოლოგიური პრობლემები“ (მარინა  გიორგობიანი -  თსსუ-ის  ჰიგიენისა და სამედიცინო  ეკოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი); „დასახლებების ატმოსფერული ჰაერის  ხარისხობრივი მდგომარეობის ცვლილებებით  გამოწვეული ზოგიერთი სოციალური პრობლემა“ (რევაზ კვერენჩხილაძე - თსსუ-ის გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული   მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი); „ტყვიის ზემოქმედების ტოქსიკური ეფექტები“ (თამარ ონიანი - ნ. მახვილაძის სახელობის შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის პროფილაქტიკური ტოქსიკილოგიის დეპარტამენტის  მეცნიერ-თანამშრომელი); „ტყვიით ინტოქსიკაციის მკურნალობის ძირითადი პრინციპები“ (ლუიზა გაბუნია - თსსუ-ის სამეცნიერო უნარ-ჩვევების ცენტრის დირექტორი, სამედიცინო ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი); „ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე“ (თამარ დალაქიშვილი - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი); „სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობასთან ასოცირებული ფაქტორები და მათი გავლენა ბავშვის ჯანმრთელობაზე“ (ვლადიმერ  კვაჭაძე -  თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი); „ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედება ორსულ ქალებში“ (ანზორ გოგიბერიძე; - თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის) და „ტყვიით მოწამვლის პრევენციის ეროვნული კვირეულის მნიშვნელობა ტყვიისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მომავალი თაობისათვის“ (ნანული ნინაშვილი - თსსუ-ის  ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის ტეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი)