გერმანელი პროფესორები თსსუ–ში

გერმანელი პროფესორები თსსუ–ში

 

მიმდინარე  წლის 11–15 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ ქ. დუისბურგის (გერმანია) ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები: თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ანდრეას ჰამმახერი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი, თსსუ–ის მოწვეული პროფესორი კარსტენ კრაბსი.

მათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები: „ფრონტალური კბილების ტრავმული დაზიანებები“ (პროფესორი ვიქტორ ვაილერტი), „ბისფოსფონატებით თერაპია. გამოწვევა სტომატოლოგიისათვის“ (პროფესორი ანდრეას ჰამმახერი), „ინტრალიგამენტარული ანესთეზია“ (პროფესორი კარსტენ კრაბსი), „სახის მიდამოს ტკივილები“ (პროფესორი კარსტენ კრაბსი) და „ყბა–სახის მიდამოს ტრავმული დაზიანებები“ (პროფესორი ჰელმუტ ზიბერი). 

12 მაისს გერმანელი პროფესორებმა ჩაატარეს კონსულტაციები პაციენტებისთვის, ხოლო 14 და 15 მაისს  – ოპერაციები გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში.