2018 წლის 4 ივნისს, გერმანიის ქალაქ დუისბურგის ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები:
„ყბა-სახის მიდამოს ტრავმატოლოგია - კლინიკა, დიაგნოსტიკა, მკურნალობა“ (თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ჰ.ზიბერი);
„ზედა და ქვედა ყბის ძვლოვანი რეკონსტრუქციის შესაძლებლობანი“ (თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ა. ჰამმახერი);
„სიბრძნის კბილები - კლინიკური გამოვლინებების თავისებურებები, ექსტრაქციის ტექნიკა“ (თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი ვ. ვაილერტი).
გერმანელი პროფესორებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ურთიერთობა ექვს წელს ითვლის, ყოველწლიურად ისინი უნივერსიტეტის სტუდენტებს უკითხავენ ლექციებს დარგის აქტუალურ საკითხებზე, ხოლო თსსუ-ის გივი ჟვანიას აკადემიურ კლინიკაში ატარებენ უფასო ოპერაციებსა და გასინჯვებს.
წელსაც, ტრადიციულად, მათ 30–მდე პაციენტს ჩაუტარეს უფასო კონსულტაცია; 5 და 6 ივნისს კი შერჩეულ პაციენტებს ოპერაციებს ჩაუტარებენ.