გერმანელი პროფესორების მორიგი ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

გერმანელი პროფესორების მორიგი ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2016 წლის 16–17 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ ქ. დუისბურგის (გერმანია) ყბა–სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის პროფესორები: თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ჰელმუტ ზიბერი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ანდრეას ჰამმახერი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი ვიქტორ ვაილერტი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი, მოწვეული პროფესორი კარსტენ კრაბსი.

გერმანელმა კოლეგებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხეს შემდეგი ლექციები:

  • „ზედა ყბის წიაღის ოდონტოგენური ანთებითი დაავადებები“ – პროფესორი ჰელმუტ ზიბერი
  • „ძვლის ჩამნაცვლებლის და მემბრანების გამოყენება ექიმ–სტომატოლოგის პრაქტიკულ საქმიანობაში“ – პროფესორი ვიქტორ ვაილერტი
  • „რეანიმაცია“ – პროფესორი კარსტენ კრაბსი
  • „გადაუდებელი შემთხვევები სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“ – პროფესორი კარსტენ კრაბსი
  • „თერაპია ბისფოსფონატებით – გამოწვევა სტომატოლოგიისთვის“ – პროფესორი ანდრეას ჰამმახერი.

გერმანელი პროფესორები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ჩაატარებენ პაციენტთა კონსულტაციებსა და ოპერაციებს.